


გარდენიას და ილანგ-ილანგის ეგზოტიკური ტანის კარაქი OUT OF STUCK


მოცულობა:
120 მლ
დეტალები:
დანიშნულება:
ტანის კანის მოვლა შეგიძლიათ დილიდანვე დაიწყოთ შხაპის მიღების შემდეგ. ფრანგული პოლონეზიის ბუნებაში მოპოვებული ეგზოტიკური მონოის ზეთი (ქოქოსის ზეთში ინფუზირებული თეთრი გარდენიას ყვავილები) განუმეორებელ სურნელს და თვისებებს ანიჭებს ტანის კარაქს, რომელიც ნამდვილი საჩუქარია თქვენი კანისთვის. მადაგასკარის ილანგ-ილანგის ყვავილის სურნელს დამამშვიდებელი და გამაწონასწორებელი მოქმედება აქვს. აფრიკული შის და მანგოს კარაქები, ჟასმინის და ფაჩულის ზეთები ასტიმულირებს კოლაგენის სინთეზს, აკავებს ტენს და კვებას კანს, ხელს უწყობს კანის რელიეფის გათანაბრებას და აბრკოლებს ნაოჭების გაჩენას. 100% ნატურალური ტანის კარაქი კანზე დატანისას ლღვება და ადვილად შეიწოვება კანის მიერ, არ ტოვებს ცხიმიან ელფერს და არ ახშობს ფორებს.
მოხმარების წესები: ხელისგულებზე დაიდეთ კარაქის ფუმფულა მასა და კარგად შეიზილეთ ტანსა და ფეხებზე. განსაკუთრებით დაიმასაჟეთ პრობლემური ადგილები - ცელულიტის მონაკვეთები და მოშვებული და გამომშრალ-აქერცლილი ადგილები. მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად კარაქი წაისვით შხაპის მერე ამავე ბრენდის ტანის ზეთებთან ერთად, რაც თქვენს კანს ახალგაზრდობას და განუმეორებელ სილამაზეს მიანიჭებს.
შენახვის წესები: შეინახეთ გრილ და ბნელ ადგილას. დაიცავით მზის სხივებისგან, განსაკუთრებით ზაფხულის ცხელ დღეებში.
შენახვის ვადა: შენახვის ვადა მითითებულია ჭურჭლზე. ვადის გასვლის შემთხვევაში შეწყვიტეთ მისი მოხმარება!
შემადგენლობა:
Butyrospermum Parkii (Shea) Butter Mangifera Indica Seed (Mango) Butter Cocos nucifera (Coconut) oil Coco-Caprylate/Caprate Cocos Nucifera (Coconut) Oil, Gardenia Tahitensis Flower Extract (Monoi de Tahiti Oil) Tocopherol (Vitamin E) oil Pogostemon Cablin Leaf (Patchouli) Oil Cananga odorata Flower (Yang Ylang) Oil Jasminum officinale Flower Extract (Jasmine Absolute Oil) Oryza Sativa (Rise) Starch
არ შეიცავს პარაბენებს, ცხოველურ ცხიმებს, მინერალურ ზეთებს და სინთეზურ საღებავებს.