


ანტიცელულიტური ტანის ზეთი


მოცულობა:
120 მლ
დეტალები:
დანიშნულება: შეგაწუხათ ცელულიტმა? არ მოგწონთ კანზე ფორთოხლის ქერქის ეფექტი? მაშინ ეს ზეთი თქვენთვისაა! ბუნებრივი და ორგანული ინგრედიენტების რჩეული ნაზავი, როგორიცაა ამაზონის ავოკადოს და ტამანუს, ყურძნის წიპწიპას ზეთები, ვიტამინი ე, ზეთისხილის სქუალანი და ყველაზე მთავარი-ჯადოსნური კომპონენტების სასწაული ნაკრები-გრეიფრუტის, ჯუნიფერის, ლიმონის, ამერიკული ნემსიწვერას, ჯანჯაფილის და შავი პილპილის ეთერზეთები ხელს უწყობს კანში დაგროვილი ცხიმების სწრაფ დაშლას და დატენიანებას. მცირდება ფორთოხლის ქერქის ეფექტი და კანი ხდება გლუვი და ელასტიური, რაც თავის მხრივ სხეულს ანიჭებს ახალგაზრდულ იერს. მოხმარების წესები: ხელისგულებზე დაისხით ზეთის მცირე ოდენობა და კარგად შეიზილეთ მთელს სხეულზე. მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად ზეთი წაისვით შხაპის მერე ამავე ბრენდის ტანის კარაქთან ერთად. შენახვის წესები: შეინახეთ გრილ და ბნელ ადგილას. დაიცავით მზის სხივებისგან, განსაკუთრებით ზაფხულის ცხელ დღეებში. შენახვის ვადა: შენახვის ვადა მითითებულია ჭურჭლზე. ვადის გასვლის შემთხვევაში შეწყვიტეთ მისი მოხმარება!
შემადგენლობა: Persea Gratissima (Avocado) Oil, Citrus paradisi peel (Grapefruit) oil, Juniperus communis fruit (Juniper) Oil, Citrus limon (Lemon) peel oil, Pelargonium graveolens flower (Geranium) Oil, Zingiber officinale root (Ginger) Oil, Piper Nigrum fruit (Black pepper) oil არ შეიცავს პარაბენებს, ცხოველურ ცხიმებს, მინერალურ ზეთებს და სინთეზურ საღებავებს.